დღეს "ნაპოლი" გასვლაზე "რეინჯერსს" დაუპირისპირდება

14 სექტემბერი 2022, 10:23 1031 ნახვა

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" გლაზგოში, "რეინჯერსს" დაუპირისპირდება. პირველი ტურის შემდეგ იტალიელებს 3 , ხოლო შოტლანდიელები უქულოდ არიან. მატჩის წინ "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"კვარაცხელიას შესანიშნავი ტექნიკა აქვს და მაღალი ხარისხის ფეხბურთელია. როდესაც კარში ურტყამს, ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, რომელიც ბურთს ყოველთვის კუთხეში უშვებს. თუმცა, ჩვენს ჩემპიონატში საჭიროა დაცვითი ფაზაც. რეინჯერსთან რთული მატჩი იქნება, ასე რომ, ამ თამაშში მანაც დაცვით ფაზაში თავგანწირვა უნდა აჩვენოს, რათა ყოველთვის არ დატოვოს ჩვენი მცველი ორ მეტოქესთან მარტო. მათ ორი ძალიან სწრაფი და შემტევი ფლანგელები ჰყავთ", - განაცხადა სპალეტიმ.

დღევანდელ დაპირისპირებაში ნეაპოლელებს ვიქტორ ოსიმენი და ირვინგ ლოსანო დააკლდება. "რეინჯერსისა" და "ნაპოლის" შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა დედოფალ ელისაბედ მეორეს გარდაცვალების გამო ერთი დღით გადაიდო და დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი