გავრცელებული ინფორმაციით, დღეს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ აფასებენ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას. „აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით“, – განუცხადეს მედიას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა.