ტურნირი ქუჩის კალათბურთში

13 სექტემბერი 2022, 19:45 727 ნახვა

ბათუმის სპორტული ცენტრის ინიციატივით პროექტში „შენი იდეა ბათუმს“ ერთ-ერთი გამარჯვებულის „ქუჩის კალათბურთის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ავტორი ნიკა კიკვაძეა. პროექტი სამთვიანია და მასში მოზარდები  14 ადმინისტრაციული ერთეულიდან იქნებიან ჩართულები. ორგანიზატორთა თქმით, ტურნირის მიზანი სპორტის ამ სახეობის განვითარებასთან ერთად, მასობრივი სპორტული ღონისძიებებით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში