სკოლის დირექტორებთან შეხვედრა განათლების სამინისტროში

13 სექტემბერი 2022, 19:42 2106 ნახვა

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 2 დღით ადრე აჭარის განათების და ჯანდაცვის მინისტრები ბათუმის საჯარო და კერძო  სკოლების დირექტორებს, ასევე  მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების უფროსებს შეხვდნენ. მთავარი თემა საორგანიზაციო საკითხები იყო, ახალი სასწავლო წლის სამზადისი, ჯანდაცვის კუთხით დაგეგმილი და არსებული სიახლეების გაცნობა, სასწავლო წლის სწორი მართვა და სკოლებში ვაქცინაციის გააქტიურება.  საუბარი შეეხო სეზონურ ინფექციებთან დაკავშირებულ გამოწვევს და დაგეგმილ ღონისძიებებს. შეხვედრის მონაწილეებმა  ისაუბრეს  განათლების მიმართულებით იმ სიახლეებზე, რომელიც წელს ინერგება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში