განათლების სამინისტრო, სოციალური პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს სტუდენტთა დაფინანსებას სახელმწიფო-სასწავლო გრანტით 

12 სექტემბერი 2022, 14:04 870 ნახვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო-სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსებას აგრძელებს. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო. აღნიშნულ თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას პროგრამის პირობები გააცნო.

მისივე განმარტებით, სტუდენტთა სახელმწიფო-სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს, წელსაც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობით.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, 2022 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქმედ 13 კატეგორიას დაემატა კიდევ ერთი კატეგორია – „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები.“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს წინა წლებში მოქმედი შემდეგი სოციალური კატეგორიების დაფინანსებას:

• მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სკოლების კურსდამთავრებულები;
• სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
• ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
• ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;
• მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
• სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით);
• სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
• აზერბაიჯანულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
• სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
• სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი;
• ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების კურსდამთავრებულები;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
• აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები.

განცხადებები მიიღება 2022 წლის 12 სექტემბრიდან 30 სექტემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად, მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე, შემდეგ ბმულზე: http://socreg.mes.gov.ge/login/

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი