ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბაგრატიონის ქუჩაზე. ბათუმის მერიის ინფორმაციით, რიგ მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება დასრულდა და სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპისთვის სამუშაოები დასრულდა შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე და განათების სისტემების მოწყობა. სამუშაოების ღირებულება 6 მილიონ 688 ათას 888 ლარია.