ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

08 სექტემბერი 2022, 21:43 974 ნახვა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მონარქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა.

ელისაბედ მეორემ სიცოცხლის ბოლო დღეები შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში გაატარა.

წელს, ელისაბედ მეორემ მმართველობის 70 წლის იუბილე აღნიშნა. დედოფალი ტახტზე, 1952 წლის 6 თებერვალს, 25 წლისა ავიდა. ის მსოფლიოს ისტორიაში უხუცესი მონარქი იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი