ტურნირი ფრენბურთში

14 მაისი 2016, 00:00 3225 ნახვა

ქედის სასპორტო სკოლაში, ავთანდილ ბერიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა ფრენბურთში, რომელშიც მონაწილეობას რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდები იღებდნენ. ბათუმის გუნდთან დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ, გარდამავალ თასს ქედელი სპორტსმენები მეორედ დაეუფლნენ. ქედაში ავთანდილ ბერიძის სახელობის რესპუბლიკური ჩემპიონატი მესამე წელია იმართება. ის ქედის რესურსცენტრის ორგანიზებითა და გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1950 ლარი დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში