ნული სამართლებრივი არგუმენტი კანონის წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე დაძლეულ იქნა ვეტო - კობახიძე "მოსმენების შესახებ" კანონზე

07 სექტემბერი 2022, 14:52 676 ნახვა

"მოსმენების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ ოპოზიციას ნული სამართლებრივი არგუმენტაცია ჰქონდა და აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ვეტო დაძლეულ იქნა - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია.

"ეს დოკუმენტი თავიდან ბოლომდე არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან და ამაზე აბსოლუტურად ვერავინ ვერაფერი ვერ თქვა. მოვისმინე რამდენიმე ოპოზიციონერის გამოსვლა და სრული აბსურდი იყო რასაც ამბობდნენ. არავითარი რაიმე მყარი, ძლიერი არგუმენტი არ იქნა წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან კანონიერი მოსმენების თემასთან დაკავშირებით. ნული სამართლებრივი არგუმენტაცია - უბრალოდ ცარიელი სიტყვები და ზოგადი საუბარი გაუგებარ თემებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვქონდა სხვა ალტერნატივა - ნული სამართლებრივი არგუმენტაცია ამ კანონის წინააღმდეგ, ამიტომ ვეტო დაძლეულ იქნა“,- განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი