ლევან ვარშალომიძეს სადეპუტატო მანდატი შეუწყდა

06 სექტემბერი 2022, 19:44 1130 ნახვა

78 მომხრე, 7 წინააღმდეგი - ლევან ვარშალომიძეს  საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. დეპუტატს მანდატი სხდომების გაცდენების გამო ჩამოერთვა. ნაციონალური მოძრაობის წევრისთვის დეპუტატის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართა. ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით,  ლევან ვარშალომიძე 2022 წლის საგაზაფხულო სესიის 26 სხდომიდან  არც ერთს  არ დასწრებია და  არც საპატიო მიზეზი ჰქონია, რის გამოც მას რეგლამენტის მიხედვით უფლებამოსილება უწყდება. რეგლამენტი კი სტატუსის მოხსნას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს თუ დეპუტატი არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენს. ლევან ვარშალომიძემ დეპუტატის სტატუსის მოთხოვნით პარლემენტს გასული წლის თებერვალში თავად მიმართა, თუმცა მაშინ პარლამენტმა მას და სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოთხოვნაზე უარი უთხრა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი