ურეკთან მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა - არიან დაშავებულები

05 სექტემბერი 2022, 16:45 6655 ნახვა

გრიგოლეთი-წყალწმინდის მონაკვეთზე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა, რის შემდეგაც, ორივე მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ავარიის შედეგად სხეულის სხვადასხვა მსუბუქი დაზიანება მიიღეს მიკროავტობუსის მგზავრებმა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებული მგზავრებიდან  4 მცირეწლოვანია.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის და ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ადგილზე მოძრაობა შეზღუდულია, გზა გადაკეტილია ცალმხრივად.

შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. 

სამართალდამცავებმა, ავტომობილის მძღოლები ლანჩხუთის საპატრულო პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი