8 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი - გარემო

05 სექტემბერი 2022, 15:35 1967 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,8 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

მათივე განცხადებით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება. 8 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.

თბილისში 8 სექტემბრამდე ხანმოკლე წვიმა ელექით და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6 სექტემბერს დღისით +25, +27, ხოლო 7-8 სექტემბერს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი. 9 სექტემბრიდან ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით მოიმატებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი