უცხოელ მეზღვაურებს საქართველოში კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება შეეზღუდებათ

04 სექტემბერი 2022, 14:49 1654 ნახვა

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოს საზღვაო სასწავლებელს დაამთავრებს, საქართველოში კომპეტენციის სერტიფიკატის მიღებას ვეღარ შეძლებს. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, რომელსაც ხვალინდელ სხდომაზე დააინიცირებენ.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში კომპეტენციის სერტიფიკატის აღება აეკრძალებათ, თუმცა დაშვებული იქნება გამონაკლისი მათთვის,  ვინც 2022 წლის პირველი სექტემბრისთვის სწავლობენ საქართველოს საზღვაო სასწავლებლებში.

მთავრობა ამ ცვლილებების მიზეზს განმარტავს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს საზღვაო სასწავლო დაწესებულებებში უფლება აქვთ ისწავლონ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რადგან საზღვაო პროფესია მიეკუთვნება რეგულირებად პროფესიას, თუმცა საქართველოში 2020 წლიდან საზღვაო სასწავლებლებმა შემოიღეს ინგლისურენოვანი უმაღლესი სასწავლო პროგრამები, რომლებზეც დაშვების წინაპირობა წარმოადგენს არა ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარება უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, არამედ ინგლისური ენის ცოდნა და ვინაიდან, ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ინგლისური მშობლიური ენაა ან სრულყოფილად ფლობენ, ისინი პირდაპირი კონკურენტები ხდებიან ქართველი მეზღვაურების, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხე ხდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი