პუტინის ომი უკრაინაში

04 სექტემბერი 2022, 11:54 552 ნახვა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურმა სადგურმა კვლავ დაკარგა კავშირი ბოლო დარჩენილ მთავარ გარე ელექტროგადამცემ ხაზთან, მაგრამ განაგრძობს ელექტროენერგიის მიწოდებას ქსელში სარეზერვო ხაზის მეშვეობით.

სააგენტომ ასევე განაცხადა, რომ სადგურის ექვსი რეაქტორიდან მხოლოდ ერთი დარჩა ექსპლუატაციაში. ფრონტის ხაზთან კი ისევ რთული ვითარებაა. მხოლოდ გუშინ ორჯერ დაიბომბა ზელენოდოლსკის დასახლება, დაშავდა 10 ადამიანი და დაიღუპა 9 წლის ბიჭი.

ევროპას რთული ზამთარი ელოდება, საჭიროა ერთიანობა - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი