საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში მიმდინარე ევრობასკეტის მეორე ტურში ესპანეთის ნაკრებთან ანგარიშით 64-90 დამარცხდა.
ამ მატჩში ფავორიტად თავიდანვე მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი მიიჩნეოდა და მოგებაც მეტოქეს დარჩა.
ორი ტურის შემდეგ ილიას ზუროსის გუნდს 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მეხუთე ადგილზეა.
ხვალ მესამე ტურში საქართველო თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩი 21:00 საათზე დაიწყება