რუსეთის მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში მოგზაურობას ისევ შეძლებენ, თუმცა გამარტივებული სავიზო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ. შესაძლოა ვიზების საფასური გაეზარდოთ და მის მისაღებად სტანდარტულზე მეტი დრო დასჭირდეთ.- ეს იყო მთავარი საკითხი რომელზეც დღეს პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არაფორმალურ შეხვედრაზე იმსჯელეს. გადაწყვეტილება ზოგიერთი ქვეყნისთვის მიუღებელი იყო. ვინ ამბობს უარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შეშვებაზე. ვნახოთ რეპორტაჟი.