სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი - საია მთავრობის წინააღმდეგ დავას იწყებს

31 აგვისტო 2022, 14:05 486 ნახვა

საია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით დავას იწყებს. როგორც საია-ში აცხადებენ, უახლოეს დღეებში გეგმავენ მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში არ შეკრებილა  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, ეს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველს ქმნის. მანამდე კი საია-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს 1 ოქტომბერს ჩანიშნული შუალედური არჩევნების ბათილად ცნობისთვის, თუმცა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი