ფესტივალი ზეკართან

30 აგვისტო 2022, 17:52 565 ნახვა

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ შუახევსა და ხულოში გაიმართება. რაც პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, ფოლკლორულ კონცერტებსა და ლიტერატურულ სპექტაკლებს მოიცავს. უკვე გამოიცა ოთხი წიგნი, მათ შორის ერთი ქართულ - იტალიურ ენაზე. მომზადდა ვიდეო -რგოლები, რომელზეც მაღალმთიანი აჭარის ღირსშესანისავი ადგილები და ხედებია აღბეჭდილი. ფესტივალზე ბესო სოლომონაშვილის ფილმს- „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ აჩვენებენ. ფესტივალის მიზანი  მაღალმთიანეთის პოპულარიზაციაა, შემოქმედებიოთი დღეები ხშირად ხელოვანებისთვის შთაგონების წყაროც გამხდარა. ფესტივალი წელს 23 სექტემბერს დაიწყება და ოთხი დღე ის განმავლობაში გაგრძელდება. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი