ბათუმში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

30 აგვისტო 2022, 12:42 5044 ნახვა
00:00
00:00

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მძღოლი პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა, ავტომობილი საპატრულო პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში