პურის ფასი 

29 აგვისტო 2022, 14:50 1050 ნახვა

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე პურის ფასზე რეფერენტული ფასების დაწესებას ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მაღაზიებს სარეალიზაციო თანხის მაქსიმუმს განუსაზღვრავს და მაღაზიები ფასს თვითნებურად ვეღარ გაზრდიან.

მალხაზ დოლიძის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, მსოფლიო ბაზარზე  ფქვილი გაიაფდა, ასევე შემცირდა საბაჟო გადასახადი და შესაძლებელია პურის ფასის გაიაფებაც, თუმცა ეს ამ ეტაპზე მაღაზიების გადასაწყვეტია.

მისი ინფორმაციით, ქვეყანა წლის განმავლობაში 650 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს, საიდანაც 150 ათასი საქართველოში წარმოებულია. დოლიძე ამბობს, რომ სხვა წლებისგან განსხვავებით, საქართველოში წელს დიდი მოსავალია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი