ხანძრების სერია თბილისში

28 აგვისტო 2022, 20:08 545 ნახვა

ბორჯომის შემდეგ ხანძარი გაჩნდა შავნაბადაზე, ზემო ავჭალაში, სამგორსა და ძამას ხეობაში.  სტიქია იმდენად მასშტაბურია, რომ შავნაბადას ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო. 

ბორჯომის ხეობიდან თურქულმა სამაშველო ვერტმფრენმა შავნაბადასკენ გადაინაცვლა. ცეცხლი ტყის მასივსა და მინდორს უკიდია. ხანძარი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზის ტერიტორიაზე გაჩნდა.  ხანძარია ზემო ავჭალაშიც. ცეცხლი სავარაუდოდ, ტყეში გაჩნდა.

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ძლიერი დაკვამლიანება. სამგორის რაიონში გაჩენილი ხანძარი კი ლოკალიზებულია. ცეცხლი ღია სივრცეში მეორად საბურავებს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში