შავნაბადის ტყეში ხანძარია

28 აგვისტო 2022, 18:02 763 ნახვა

ბორჯომის შემდეგ ხანძარი გაჩნდა შავნაბადასა და ძამას ხეობაში.  სტიქია იმდენად მასშტაბურია, რომ შავნაბადას ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო. 

ბორჯომის ხეობიდან თურქულმა სამაშველო ვერტმფრენმა შავნაბადასკენ გადაინაცვლა. ცეცხლი ტყის მასივსა და მინდორს უკიდია. ხანძარია ზემო ავჭალაშიც. ცეცხლი სავარაუდოდ, ტყეში გაჩნდა.

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ძლიერი დაკვამლიანება. ხანძარი იყო ქარელშიც. თუმცა ძამას ხეობაში ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

ცეცხლი მინდორში გაჩნდა და დასახლებულ პუნქტშიც გავრცელდა. დაიწვა 7 საცხოვრებელი სახლი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში