ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის მიმდებარედ მცხოვრებლებს იოდი დაურიგდათ

28 აგვისტო 2022, 14:31 447 ნახვა

უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო იოდის შემცველი ტაბლეტების დარიგება მოსახლეობისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებული, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე, რათა ისინი დაიცვას რადიაციით პოტენციური მოწამვლისგან, სადგურზე ავარიის შემთხვევაში.

პრეპარატების დარიგება გუშინ დაიწყო, იმ ფონზე, როცა უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ სადგურის გარშემო ცეცხლის გახსნაში. ერთი დღით ადრე რუსეთმა დაბლოკა გაეროს მნიშვნელოვანი განცხადების მიღება, იმ ფორმულირების გამო, რომლითაც დოკუმენტის პროექტში ზაპოროჟიეს სადგური იყო მოხსენიებული.

სპეციალისტები შეშფოთებას გამოთქვამენ გამაგრილებელი სისტემების მუშაობაზე სადგურის ბირთვულ რეაქტორებში, მას შემდეგ, რაც 25 აგვისტოს დროებით შეფერხდა სადგურისთვის ელექტოენერგიის მიწოდება - რომელიც ამ სისტემებისთვისაცაა საჭირო.გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ ადგილზე გასაგზავნად მზად ჰყავს სპეციალისტების ჯგუფი, თუმცა გაუგებარია მათ მიეცემათ თუ არა ნებართვა რუსეთის მხრიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში