ბათუმის მთავარი ნაძვის ხის შერჩევასთან დაკავშირებით გამოკითხვა დასრულდა, - ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოკითხვაში მონაწილეობა 20 ათას 857-მა მოქალაქემ მიიღო. ყველაზე მეტი მოწონება - 13 ათას 704 ხმა კი მესამე ესკიზმა დააგროვა.
ბათუმელებს საშუალება ჰქონდათ, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 4 ესკიზიდან შეერჩიათ.
მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის შესყიდვისთვის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ტენდერის გამოცხადებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.