რუსეთმა უკრაინაში 30 000-ზე მეტი ომის დანაშაული ჩაიდინა - უკრაინის პროკურატურა

26 აგვისტო 2022, 11:06 606 ნახვა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან რუსეთმა უკრაინაში 30 097 ომისა და აგრესიის დანაშაული ჩაიდინა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაფიქსირებულია ომის კანონებისა და წესების დარღვევის, აგრესიული ომის დაგეგმვის, მომზადების, გაჩაღებისა და წარმოების, ომის პროპაგანდის დარღვევისა და სხვა ტიპის დანაშაულები.

ასევე გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რეგისტრირებულია 14 038 დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაიღუპა 376 ბავშვი და დაიჭრა 733.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი