ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფები ცნობილია

25 აგვისტო 2022, 20:56 1148 ნახვა

სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ევროპის საუკეთესო 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდა.
ხვიჩა კვარაცხელიას ''ნაპოლი'' A ჯგუფში მოხვდა , სადაც მატოქეებად ''აიაქსი'' , ''ლივერპული'' და ''რეინჯერსი'' ეყოლება.

დათა ხოჭოლავას  ''კოპენჰაგენი''  კი G   ჯგუფშია , სადაც ''მანჩესტერ სიტი'' , ''სევილია'' და ''დორტმუნდი''   იქნებიან.

ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის პირველი ტურის მატჩები 6 და 7 სექტემბერს გაიმართება. ბოლო მეექსვე ტური კი  1 და 2 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ლიგის ფლეიოფი 14-15 და 21-22 თებერვალს არის ჩანიშნული.
ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის ფინალი  10 ივნისი სტამბოლში , „ათათურქის '' სტადიონზე გაიმართება. 

ყველა ჯგუფი:

A ჯგუფი : აიაქსი, ლივერპული, ნაპოლი, რეინჯერსი. 

B ჯგუფი : პორტო , ატლეტიკო მადრიდი,  ლევერკუზენი ,ბრიუგე

С ჯგუფი: ბაიერნი, ბარსელონა, ინტერი, პლზენი. 

D ჯგუფი: აინტრაქტი, ტოტენჰემი, სპორტინგი, მარსელი. 

E ჯგუფი: მილანი, ჩელსი, ზალცბურგი, დინამო ზაგრები. 

F ჯგუფი: რეალი, ლაიფციგი, შახტარი, სელტიკი.

J ჯგუფი: მანჩესტერ სიტი, სევილია, დორტმუნდი, კოპენჰაგენი. 

H ჯგუფი: პსჟ, იუვენტუსი,  ბენფიკა, მაკაბი ჰაინფა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი