პუტინის ომი უკრაინაში

25 აგვისტო 2022, 19:21 588 ნახვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ არც საქართველოში და არც უკრაინაში ომი არ იქნებოდა 2008 წელს ეს ქვეყნები NATO-ში რომ მიეღოთ.ოლექსი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ახლა პარტნიორი ალიანსის წყალობით უკრაინა აგრესორის დამარცხებას შეძლებს. უკრაინა მტერს ისევ ებრძვის. უკრაინის ვიცე-პრემიერისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრიმა ირინა ვერეშჩუკმა  გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 53 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა. გარდა ამისა, ვერეშჩუკის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე.რეინტეგრაციის სამინისტრო აფიქსირებს რუსეთში უკრაინელი ბავშვების ე.წ "გაშვილების“ შემთხვევებს, რათა უჩივლოს და მოითხოვოს რუსეთის პასუხისგებაში მიცემა.ოკუპანტი ისევ ბომბავს ტერიტორიებს.  ოკუპირებულ მარიუპოლში დღეს სკოლის შენობა დაიწვა. ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსებსაც მოედო, - ინფორმაცია ამის  შესახებ უკრაინის  შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკო Telegram-ის არხზე გაავრცელა, დაიწერა, რომ  რუსი ოკუპანტები ცეცხლის ჩაქრობას არ ჩქარობდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი