“ღამის სერენადები" იწყება. ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალს 40 წელი უსრულდება. საკონცერტო საღამოები ბათუმში 25-26 აგვისტოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში 20:00 საათზე დაიწყება. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულებული მუსიკოსები და წარმატებული შემსრულებლები არიან მოწვეულები. "ღამის სერენადების" ფარგლებში დაიბეჭდა ლიანა ისაკაძის წიგნი " მუსიკის ზეიმი". წიგნის პრეზენტაცია 27 აგვისტოს აჭარის მწერალთა სახლში გაიმართება. ფესტივალი ლიანა ისაკაძემ დაარსა, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძეა.