ლუკა ლოჩოშვილმა იტალიაში სადებიუტო მატჩი "რომას" წინააღმდეგ გამართა

22 აგვისტო 2022, 23:00 1155 ნახვა

ქართველი მცველის ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი რომში სავსე "სტადიო ოლომპიკოზე"  შედგა.

ქართველმა მცველმა "სერია ა" -ს მეორე ტურის შეხვედრაში "რომასთან"  "კრემონეზეს" ძირითადად შემადგენლობაში დაიწყო.

ქართველმა ნაყოფიერი პირველი ნახევარი ჩაატარა. ჯერ პაულო დიბალა გაანეიტრალა, შემდეგ კი სახიფათო შეტავაში მუოფი ნიკოლო ძანიელოს ვარდნაში აართვა ბურთი.

ამ ეპიზოდის შემდეგ ძანიელო სამედიცინო პერსონალმა დამხმარე ავტომობილით გაიყვანა, თუმცა ქართველ მცველმა ეპიზოდი წესების დაცვით განმუხტა.

მეორე ტაიმშიც ლუკა მოწოდების სიმაღლეზე იყო.
65-ე წუთზე კუთხურდან ჩაწოდებული ბურთი ყველა ფეხბურთელს გადააფრინდა და სმოლონგს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

66-ე წუთზე ის მისთვის უჩვეულო პოზიციაზე აღმოჩნდა და შორეული დარტყმით ბურთი რუი პატრისიოს კარისაკენ გაგზავნა, რის შემდეგაც პორტუგალიელმა ბურთი კუთხურზე უხერხულად გადააგდო.

ქართველი მცველი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 85-ე წუთზე შეცვლა.
საბოლოო ჯამში კი რომაელემა შეხვედრა მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგო. ლუკა ლოჩოშვილის კი იტალიის ჩემპიონატის კარგი დებიუტი გამოუვიდა.

ლოჩოშვილის "კრემონეზე" 27 აგვისტოს გავსლზე "ტორინოს" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი