მასშტაბურ ხანძარს 160 მეტყევე, 300 მეხანძრე-მაშველი და ამდენივე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ებრძვის ბორჯომში. დილიდან პროცესში ჩართულია 4 ვერტმფრენი. საჭირო გახდა ჯარისკაცების დახმარებაც.
ადგილზე მობილიზებულია ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 31 ერთეული სპეციალური და პირადი შემადგენლობის გადასაადგილებელი ავტოტექნიკა. ხანძრის ლოკალიზებას ამინდი აფერხებს.