ქუჩის ცეკვების საერთაშორისო ჩემპიონატის დასრულდა

21 აგვისტო 2022, 11:24 884 ნახვა

ქუჩის ცეკვების საერთაშორისო ჩემპიონატის საქართველოს ფინალს წელს ბათუმმა უმასპინძლა. ღონისძიების მხარდამჭერი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იყო.  16 საუკეთესო მოცეკვავე ერთმანეთს 1-1-ზე ბეთლში დაუპირისპირდა.

ბულვარში, კოლონადებთან, შეკრებილმა მაყურებელმა მოულოდნელად გაჟღერებულ ცნობილ ჰიტებზე მოცეკვავეების რიტმი, მოძრაობები, კრეატივი და ქარიზმა შეაფასა. ფინალურ ბეთლში ერთმანეთს ლუკა ყარმაზანაშვილი და გუგა ელიზბარაშვილი დაუპირისპირდნენ.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ბეთლი გუგას გამარჯვებით დასრულდა.

ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე წელს საქართველოს სახელით სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და  წინა წლის გამარჯვებულთან ერთად მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი