ანწუხელიძის სახელობის ტურნირი კალათბურთში დასრულდა 

20 აგვისტო 2022, 10:51 644 ნახვა

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი ქუჩის კალათბურთის პრინციპით,  სამი სამზე  დასრულდა. ტურნირი უკვე ტრადიციული ხასიათისაა და საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდებს შორის ტარდება.

წელს ტურნირის გამარჯვებული ლოჯისტიკის სარდლობის გუნდი გახდა. ჩემპიონ გუნდს  გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცა, ხოლო საპრიზო ადგილზე გასული გუნდები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირის სიახლეა, რომ  მასში პირველად მონაწილეობდნენ   ეროვნული გვარდიის რეზერვისტები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი