ლვოვში თურქეთის პრეზიდენტს, გაერო-ს გენერალურ მდივანსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე უსაფრთოხების შენარჩუნება და უკრაინული ხორბლისთვის მწვანე დერეფნის შექმნა იყო. 40 წუთიანი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ლიდერებმა მთავარ თემებზე ისაუბრეს.
„ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი“, ეს განცხადება ერდოღანმა შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, თურქეთი მზადაა უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი კიდევ ერთხელ შეასრულოს. ერდოღანსა და ზელენსკის შორის შეხვედრამდე თურქული მედია აქტიურად წერდა, რომ შესაძლოა თურქეთის პრეზიდენტს ზელენსკისთვის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა შეეთავაზებინა, თუმცა პრეზიდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამ საკითხზე ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსული ჯარი დატოვებს უკრაინას. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ მდივანსა და თურქეთის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ანტონიო გუტერეშის განცხადებით, რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია აუცილებელია. ამაზე, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
დაამატა, რომ ზაპოროჟიეს სადგური სამხედრო მიზნებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული და სამხედრო ტექნიკამ ატომური ობიექტის ტერიტორია უნდა დატოვოს.