ხულოში სოფელ ქედლებისა და დაბის საბავშვო ბაღების თბოიზოლაცია და წყალგამაცხელებლის მონტაჟი მიმდინარეობს. სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ენერგიის განახლებადი წყაროების ტექნოლოგიები დამონტაჟდება. მერიამ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPRD ფარგლებში 200 ათას ლარიანი დაფინანსება მოიპოვა, რომლის ნახევარიც სწორედ ბაღების თბოიზოლაციას მოხმარდება.