"ლანჩხუთი" უკრაინის ჩემპიონთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

18 აგვისტო 2022, 15:13 1345 ნახვა

ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა. საქართველოს ჩემპიონი უკრაინის ჩემპიონ ხარკოვის "ვორსკლასთან" დიდი ანგარიშით 0-5 დამარცხდა. მატჩი ხორვატიის ქალაქ ვარაჟდინში გაიმართა.

ანგარიში სწრაფად პირველივე წუთზე კოტიაშმა გახსნა, ხოლო 6 წუთში მეორე გოლის ავტორი კრავჩუკი გახდა. მე-40 წუთზე პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში 3-0 კალინინამ დააფიქსირა.

მეორე ტაიმში გურულები 10 მოთამაშის შემადგენლობით დარჩნენ.47-წუთზე წითელი ბარათი ბაქრაძემ მიიღო. 56-ე წუთზე კი "ლანჩხუთის" მეორე ფეხბურთელიც გააძევეს. წითელი ბარათით სულაშვილი დასაჯეს და "ლანჩხუთმა" 9 მოთამაშით გააგრძელა თამაში.

78-ე წუთზე გურულებს მეოთხე გოლი ოსიპიანმა გაუტანა , ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში 5-0/

92-ზე კოტიაშმა დააფიქსირა და დუბლი გაიფორმა. უკრაინელები მომდევნო მეტოქე ყაზახურ "შიმკენტსა" და ხორვატულ "სპლიტს" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში