ხმაურის გადაჭარბების 62 სამართალდარღვევის ფაქტი ბათუმში

18 აგვისტო 2022, 11:02 968 ნახვა

აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი - ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმში სპეციალური აპარატით გაზომვის შედეგად 62 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

ფაქტის დაფიქსირების შემდეგ პირველ ეტაპზე სამართალდამრღვევს  ეძლევა გაფრთხილება,ხოლო განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 150, ხოლო იურიდიული  კი 500 ლარით ჯარიმდება. 

მუნიციპალურ ინსპექციაში მიმდინარე წელს  126 შეტყობინება შევიდა,  ინსპექტირების ჯგუფი გამოძახების შემთხვევაში გაზომვას სპეციალური აპარატით  იმ ობიექტიდან ახორციელებს, საიდანაც  გამოძახება დაფიქსირდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი