"ლანჩხუთი" ხვალ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

17 აგვისტო 2022, 17:30 969 ნახვა

ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" ხორვატიაშია და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გურულების პირველი მეტოქე უკრაინის ჩემპიონი ხარკოვის "ვორსკლა-2" იქნება.

ერთმატჩიანი დუელი ხორვატიის ქალაქ ვარაჟდინში თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. წარმატების შემთხვევაში გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილი "ლანჩხუთის" მომდევნო მეტოქე ყაზახურ "შიმკენტსა" და ხორვატულ "სპლიტს" შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ რომ "ლანჩხუთი" პირველი ქართული კლუბია რომელიც ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო გუნდში გავიდა და ძირითადად ეტაპზე ითამაშა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში