საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

17 აგვისტო 2022, 14:22 803 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები "აკროპოლისის თასსზე" იასპარეზებს. პირველ ტურში დღეს საქართველო თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "იმედი" გადმოსცემს.

18 აგვისტოს ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები მასპინძელ საბერძნეთს, ხოლო 19 აგვისტოს პოლონეთის ნაკრებს შეხვდება.

აკროპოლისის თასი” ამხანაგურ შეჯიბრებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურნირია, რომლის გათამაშებაც ათენში 32 წლის წინ დაიწყო და ყოველწლიურად, აგვისტოს თვეში ტარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში