სოფელ მერისში ,,გელინობა“ აღნიშნეს. ღონისძიების ავტორი იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მელი თურმანიძეა. მისი ინფორმაციით, მსგავსი ღონისძიების საშუალებით რძლობა-გელინობის პოპულარიზება ხდება.
ღონისძიების ფარგლებში იდეის ავტორმა საკუთარ ეზოში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ეზოში გამოფენილი იყო ძველი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭელი.
ადგილზე შესრულდა სხვადასხვა საქმიანობა: თამბაქოს დამუშავება, მატყლის დაჩეჩვა, დაამზადეს კერძები.