''ორი მხარე'' - გამოფენა ხვალ გაიხსნება

13 მაისი 2016, 00:00 4019 ნახვა

ქართველი და ლიტველი ხელოვანების ''ორი მხარე''. გამოფენა ხვალ, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება. თავიანთ ნამუშევრებს თამარ ბოჭორიშვილი და რაიმონდა სერეკეიტე წარადგენენ. ერთობლივი პროექტის განხორციელებამდე, ორი ახალგაზრდა ხელოვანი ქალი ერთმანეთს არ იცნობდა. მათი იდეები თანამედროვე ხელოვნების სივრცის თავისუფალი პროექტების ფარგლებში განხორციელდა. გამოფენა ხვალ 6 საათზე გაიხსნება და 4 ივნისამდე გაგრძელდება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი