25-ე არხის აღდგენილი თანამშრომლები შესაძლოა ისევ ტელევიზიის მიღმა აღმოჩნდნენ. ამას არხის ერთ-ერთი თანამშრომელი ირმა ზოიძე ვარაუდობს. მისი განცხადებით, არხის ხელმძღვანელობამ მათი აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ ეტაპზე მაუწყებელში რეორგანიზაციაა გამოცხადებული, რომელიც როგორ დასრულდება მისთვის უცნობია. არხში მოსალოდნელ ცვლილებებს ადასტურებს მურთაზ ფრანგულაშვილიც. “ტვ 25”-ის დირექტორი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს შეინარჩუნებს თუ არა რეორგანიზაციის შემდეგ სამუშაო ადგილს ირმა ზოიძე, თუმცა აცხადებს, რომ არხის მაუწყებლობის შეუფერხებლად გაგრძელებისთვის ყველაფერი გაკეთდება. სამსახურიდან გათავისუფლებამდე ირმა ზოიძეს თოქ-შოუ “დიალოგი”-ს პროდიუსერის თანამდებობა ეკავა.