ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს

15 აგვისტო 2022, 10:08 589 ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს. როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წლის 14 აგვისტოს, საია-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა. 

საია ცესკოს განკარგულების ბათილობას ითხოვს. სასამართლო სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. საია მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში