42 ქვეყანამ მათ შორის საქართველომ რუსეთს - ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდა

15 აგვისტო 2022, 11:14 872 ნახვა

42 ქვეყანამ მათ  შორის საქართველომ რუსეთს - ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ჯარის ატომურ სადგურზე ყოფნა საფრთხეს უქმნის ბირთვული უსაფრთხოების პრინციპებს.

განცხადებას ხელს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან ერთად ხელს  აწერს აშშ, ბრიტანეთი, ნორვეგია, თურქეთი, მოლდოვა და საქართველო.

ხელმომწერი ქვეყნები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიის უხეშ დარღვევას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი