"კაპანი" - სახალხო ზეიმი სოფელ კაპნისთავში. სოფლის ცენტრში, სპეციალურად ამ დღისთვის, ღია ცის ქვეშ მოეწყო მუზეუმი, რომელშიც დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახა, ამავე სოფელში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები, მათ შორის საბძოლო და სამშენებლო მასალები.
შესაძლებელი იყო ტრადიციული აჭარული კერძების დაგემოვნებაც.
სახალხო ზეიმის ფარგლებში გაიმართა კულტურული და სპორტული ღონისძიებებიც.