მარია ალავიძემ საუკეთესო ქართული შედეგი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

12 აგვისტო 2022, 15:18 1105 ნახვა

მარია ალავიძემ მხატვრულ ცურვაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

რომში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე სენიორთა შორის,  ალავიძემ პირველ საშეჯიბრო დღეს 80.5000 ქულა დააგროვა და საუკეთესო ათეულში მოხვდა.  

ამ შედეგით კი ალავიძემ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალი  14 აგვისტოს გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი