ტექინსპექტირების გაუვლელობაზე მეორე და შემდგომი ჯარიმა შეიძლება გაიზარდოს

10 აგვისტო 2022, 19:11 1111 ნახვა

ტექინსპექტირების ცენტრის მიერ ყოველ შემდგომ გაუვლელობაზე ჯარიმის ოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. სავარაუდოდ, ფასიანი გახდება განმეორებითი ტექნიკური შემოწმებაც. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია და მისი განხილვა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.  კანონპროექტის მიხედვით, ტექინსპექტირების ცენტრის მიერ დახარვეზების შემთხვევაში, პირველადი ჯარიმის თანხა 50 ლარი რჩება, თუმცა ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის თანხა იზრდება - ხდება 150 ლარი, შემდეგ 300 ლარი და ა.შ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი