პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. როგორც აღინიშნა, სრული მზადყოფნაა როგორც სახელმწიფოს, ისე მეღვინეობის კერძო სექტორის მხრიდან. განიხილეს ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა განხორციელება რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებისთვისაა აუცილებელი. ხაზი გაესვა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, ყველა მევენახე ფერმერი შეძლებს მოსავლის რეალიზაციას და ამასთან ერთად, შენარჩუნებული იქნება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა. რთველის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს ქალაქ თელავში გაიხსნება და ტრადიციულად, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეების სუბსიდირება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.