საგანმანათლებლო- შემეცნებითი ფორუმი ბათუმში. ფორუმი დღეს მხატვარ ლევან სონღულაშვილის გამოფენით გაიხსნა, რომელსაც აჭარის ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს. დამთვალიერებელს ნამუშევრის ნახვა 25 აგვისტომდე ექნება. ღონისძიება მხატვართან და შემფასებლებთან დისკუსიასაც ითვალისწინებს. ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ხელოვანია, რომელმაც ბოლო რამდენიმე თვე ბათუმში გაატარა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინის თემატიკასთან დაკავშირებით ქმნის ნამუშევრებს. მხატვარი ნამუშევრის გამოფენას ამერიკაშიც გეგმავს.