აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

08 აგვისტო 2022, 15:17 892 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

,,პატივს მივაგებთ გმირებს, მათ ოჯახებს, ქედს ვიხრით ყველა დაღუპულის წინაშე და ეს უდიდესი ტრაგედია, რაც ქვეყანამ გამოიარა, არასდროს უნდა განმეორდეს. ჩვენ მშვიდობიანი გონივრული პოლიტიკით აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას” - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენებს ომში დაღუპული მეომრები აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და მერიის წარმომადგენლებმა, ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა.

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.

ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში 8 აგვისტოს დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო. აგვისტოს ომს სოფელ ცეცხლაურის მკვიდრი 5 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლაურში ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდა და მიუსამძიმრა.

გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჯარისკაცების ოჯახისა და საზოგადოების წევრებმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი