ნამდვილად მივდივარ - ამირან გამყრელიძე გადადგომის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

08 აგვისტო 2022, 14:06 682 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს ინფორმაციას თანამდებობის დატოვების შესახებ.

მისივე განმარტებით, დღეს სამინისტროში შეხვედრა გაიმართება, სადაც საუბარი იქნება ყველა იმ საკითხზე, რაც "ხავერდოვან გადაბარებას" ეხება. 

"გიდასტურებთ, ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა, აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს საქმე, რომ არ იყოს მიშვებული, გარდამავალი პერიოდის გეგმას დავსახავთ და ამის შემდეგ მე დავტოვებ პოსტს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვება ორმხრივი გადაწყვეტილება იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი